მიგრაციის პრობლემა და გამოწვევები აშშ-სა და ევროპაში
მიგრაციული ნაკადების კონტროლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება.
პრობლემის დაძლევას ევროკავშირი ახალი მკაცრი მიდგომების დანერგვით ცდილობს – კონტროლის გამკაცრებული მექანიზმები და ევროკავშირის გარეთ ე.წ. დაბრუნების ჰაბების და დროებითი ცენტრების შექმნის გადაწყვეტილებას გაერთიანების წევრი ქვეყნები არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან. ახალი რეგულაცია განსაკუთრებით უფლებადამცველებს აშფოთებთ. გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტიც, თუმცა მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს. მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას კონგრესში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ბოლო ინიციატივა იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ დავა სასამართლომდე მივიდა.