მთავრობა საიმიგრაციო პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს. ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შედის. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბინადრობის მოპოვების მიზნით საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ფიქციური ქორწინების გახშირებული შემთხვევები სახელდება. მსგავსი ფაქტების საპრევენციოდ შემოდის ბინადრობის ნებართვის ახალი სახე, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, ქორწინების ნამდვილობას კი სპეციალური კომისია შეამოწმებს. მკაცრდება აღსრულების მექანიზმიც, ბინადრობის მოპოვებისთვის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება ხდება. დაანონსებული ცვლილებებით ახლებურად რეგულირდება უცხოელი სტუდენტების ქართულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის წესიც და განისაზღვრება მიღების მაქსიმალური კვოტაც. სამი სამინიტროს ერთობლივი მუშაობით მომზადებულმა ცვლილებებმა აღრიცხვის უსაფრთხო სისტემა უნდა შექმნას და ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის ეფექტიანი რეგულირება უნდა მოახდინოს.