მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმი
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძის ხელმძღვანელობით, მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისა და მიგრაციის ქსელის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მიგრაციის მართვისა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დგებუაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან. ღონისძიებაზე მოუსმინეს, აგრეთვე, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლა პლენარულ სესიაზეა დაგეგმილი. გიორგი დგებუაძე ღონისძიების მონაწილეებს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს.