მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავა

12:11, 17.07.2025

მიგრაციის დეპარტამენტმა  უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან – ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მსგავსი