მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავა

15:30, 03.10.2025

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოში. სპეციალური მოქმედებები ჩატარდა სხვადასხვა ადგილზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. დაკავებულებს შორის არიან – ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მათ დაუწესდებათ საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

მსგავსი