მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან 31 პირი გააძევა

12:14, 11.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მსგავსი