მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის – ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წლების მანძილზე იმყოფებოდნენ. დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე. ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საიდან მათ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.