მიგრაციის დეპარტამენტმა 37 პირი გაადეპორტა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაყვანილი. გაძევებულები არიან – მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშისა და ნიგერიის მოქალაქეები.