მიგრაცია წალკის სოფლებში 

ეკომიგრანტების ცხოვრება წალკაში ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო რთულდება. იმის გამო, რომ მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გაზიფიცირებული არ არის, ადგილობრივებს გათბობის ალტერნატიული საშუალებებისთვის საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა უწევთ, ეს კი ისედაც მცირე შემოსავლიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მძიმე ფინანსური ტვირთია.
სოფელ არწივანში ახლა თითქმის ყველა მეორე სახლი დაკეტილია, დარჩენილებიც სოფლის დატოვებაზე ფიქრობენ. არწივანი ერთადერთი სოფელი არაა მუნიციპალიტეტში, სადაც სოციალური პრობლემებია. ეკომიგრანტები წლებია საუბრობენ სათანადო საცხოვრისის, ინტეგრაციის, დასაქმებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე. წალკაში 3000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა სტიქიური პროცესების გააქტიურების შემდეგ, სახელმწიფომ მაღალმთიანი აჭარიდან, რაჭიდან და სვანეთიდან  წალკაში გადაასახლა. მიუხედავად იმისა, რომ ეკომიგრანტები სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობენ, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება მაინც გამოწვევად რჩება.

რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე იმყოფებოდნენ წალკაში.