მიღება შვეიცარიის საელჩოში

შვეიცარია ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. უკვე 700 წელზე მეტია, ქვეყანა ამ დღეს კონფედერაციის დაარსებას ზეიმობს. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩო საზეიმო მიღებას მართავს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დეპუტატები, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებიან.