მიღება ისრაელის საელჩოში
უკვე მეორე წელია ისრაელი დამოუკიდებლობის დღეს საომარი მოქმედებების პირობებში აღნიშნავს.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გატაცებული ადამიანებიდან, 58 ამ დრომდე ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობაში რჩება. თბილისში, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის ელჩმა სწორედ 7 ოქტომბერს და შემდგომ განვითარებულ პროცესზე ისაუბრა. ჰადას მეიცადმა მძიმე დღეებში მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას განსაკუთრებული სტუმარი გადი მოზესი გააცნო, რომელიც „ჰამასის“ ტყვეობაში 482 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.