მიღება ბაზელში – საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უმასპინძლებს 

18:19, 13.05.2025

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ბაზელში სპეციალური მიღება გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსს საქართველო უმასპინძლებს.

თბილისში შოუს ფინალი 13 დეკემბერს ჩატარდება. სადღესასწაულო მიღებაზე შეკრებილი სტუმრებისთვის ანდრია ფუტკარაძემ შეასრულა სიმღერა To my mom – რომლითაც მადრიდში ნოემბერში, ჩვენს ქვეყანას გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი