საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში. ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტორფერ ლანდაუ, სენატორი ტიმოთი შიიჰი და სხვა მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები. მისასალმებელ სიტყვაში კრისტორფერ ლანდაუმ ხაზი გაუსვა: – „სამწუხაროდ, ბოლო წლებში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი, ეროვნულ დღეზე ჩემი დასწრება არის სიმბოლო სურვილი, დავათბოთ ურთიერთობები“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. თავის სიტყვაში ლანდაუმ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ადრე თუ გვიან, საქართველოში ჩასულ ტურისტთა რიგებში ყოფნა სურს.