მიღება აშშ-ს საელჩოში
ამერიკის შეერთებული შტატები წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების 250-ე წლისთავს აღნიშნავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება საქართველოში ამერიკის საელჩოში. ღონისძიებას სამთავრობო გუნდთან ერთად ესწრება საქართველოს პრემიერი, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა. გამოსვლებში ყურადღება გამახვილდა ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებასა და სფეროზე, რომელშიც ამერიკა და საქართველო უკვე სამ ათწლეულზე მეტია აქტიურად თანამშრომლობენ. აქცენტი გაკეთდა ურთიერთოების სუფთა ფურცლიდან განახლებაზე. საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დროა სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს.