მგზავრთნაკადის გაზრდილი მაჩვენებელი

2024 წელს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა მოიმატა და 7 მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა, რაც 24-პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, 24 პროცენტით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობამ. 2024 წელს საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 ახალი პირდაპირი რეისის შესრულების თაობაზე. შარშან საქართველოში, საქართველოში ოპერირება დაიწყეს ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა „ავსტრიის ავიახაზები“, „ტრანსავია“ და „ეარ ჩაინა“.