მგზავრთა ნაკადის შემცირება

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 10 %-ით შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში მოგზაურთა რაოდენობის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. ოფიციალური მონაცემით, 2019 წლის შვიდ თვეში 18%-იანი ზრდის შენარჩუნების ნაცვლად, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 %-მდე და ეს ტრენდი დაღმავალია.