მგზავრთა ნაკადი აეროპორტებში

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და ორ მილიონზე მეტი მგზავრი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. ასევე მაღალია ზრდის მაჩვენებლები, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარი – აპრილის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საჰაერო გზით 61 %-ით მეტი ტვირთი გადაიზიდა.