მღვდელმსახურები დღეს მცხეთას აკურთხებენ

დღესვე მღვდელმსახურები მცხეთას აკურთხებენ. მელქისედეკ კათალიკოსის მიერ დაწესებული ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის თქმით, ხარების დღესასწაული ასევე მცხეთის კურთხევის დღეა. შესაბამისად, დღეს ეს რიტუალიც შესრულდება. სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიის შემდეგ მღვდელმთავრები ქალაქში ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

დატოვე კომენტარი