მღრღნელები კახეთში

კახეთი, შესაძლოა, მარცვლეულის მოსავლის გარეშე დარჩეს. ფერმერები მავნებლის მომრავლებაზე საუბრობენ და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.  ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე საკუთარი სახსრებითა და სპეციალური პრეპარატებით ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

რეგიონში აცხადებენ, რომ მმღრღნელების გამრავლებას წელს ხელი კლიმატურმა პირობებმა შეუწყო. საუბარია სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში, ტარიბანასა და შირაქის ველზე დათესილ საშემოდგომო ხორბალსა და ქერზე.