მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან აღდგება
მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც საპარკინგე ტერიტორიაზე მიწა ჩაიშალა და ორი ავტომანქანა ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მილის დაზიანების შედეგად ამოხეთქილმა წყალმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფებიც დატბორა. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დღის განმავლობაში მოხდება ზარალის დათვლაც, რასაც კომპანია აანაზღაურებს.