მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – ღონისძიებები ბათუმში

12:30, 25.06.2026

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. ზღვისპირა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობა და იუნკერების მემორიალის გვირგვინით შემკობის ტრადიციული ცერემონია. დღის ბოლოს კი – ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება, რომელიც 18 საათზე დაიწყება. დღეისათვის, ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.

მერაბ წულუკიძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი