მეზღვაურის საერთაშორისო დღე 

ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს – საზეიმო ღონისძიებებს ტრადიციულად ქალაქის ნავსადგურმა უმასპინძლა.

მეზღვაურთა საერთაშორისო ღონისძიება 25 ივნისს აღინიშნება, თუმცა უკვე მეორე წელია ბათუმში საზეიმო ღონისძიებები პირველ ივლისს იმართება. მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერმა, პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლებში პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ამ კონტექსტში ნახსენები იყო საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი და შუა დერეფნის განვითარების პროცესში მეზღვაურების ჩართულობა.

მერაბ წულუკიძე ესწრებოდა საზეიმო ღონისძიებებს.