მეზღვაურის საერთაშორისო დღე – ღონისძიებები ბათუმში
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა – ბათუმში პროფესიული დღე ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
მთელი დღის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა. ქალაქის ქუჩებში მოეწყო საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობა და ფიცის დადების ცერემონია. ექვსი საათიდან ევროპის მოედანზე გალა კონცერტი მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შუა დერეფნის სწრაფად მზარდი პოტენციალის ფონზე სიტყვით გამოსვლებში ხაზგასმული იყო მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობა.
მერაბ წულუკიძე ადევნებდა თვალს ბათუმში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს.