მეზღვაურების შეწყალება

უკრაინის პრეზიდენტი ქართულ მხარეს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ,  რომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე 28 ნოემბერს დააკავეს.