მეზღვაურების მომზადება
მიმდინარე სასწავლო წლიდან მეზღვაურებს ფოთშიც მოამზადებენ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ნავიგაციის 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა. გათვალისწინებულია 25 კადეტის მიღება სრული სახელმწიფო დაფინანსებით. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო და კონკურენტუნარიანი საზღვაო სახელმწიფოს იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.