მეწყრული ზონები მარტვილში 

მეწყრული ზონები მარტვილის მუნიციპალიტეტში – უხვი ნალექის გამო პროცესების გააქტიურებამ რამდენიმე სოფელში 50-მდე ოჯახი დააზარალა.

დაზიანებულია გზები და სოფლის სასაფლაო, საფრთხეშია ტაძარიც. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მარტვილის მერიაში აცხადებენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ექსპერტთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა, თუმცა პრობლემის ძირეული შესწავლისთვის პროცესში ჰიდროლოგების ჩართვა გახდა საჭირო. შესაბამისი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა ზომებს მიიღებენ სახიფათო ზონაში მცხოვრებთა დასახმარებლად.

ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი მარტვილიდან.