მეწყრული ტერიტორიების დეტალიზაცია

12:28, 17.02.2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით მეწყრული ტერიტორიების დეტალიზაციას იწყებს. განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებზე გამახვილდება, სადაც გამოვლინდება მაღალი საშიშროების მეწყრული უბნები. აღნიშნული პროცესისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა რეგიონში, უმსხვილესი მდინარეების აუზში თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და წყლის დონის მზომი განთავსდება, რომელიც ჭარბი ნალექის პირობებში, წყლის დონის მომატების შესახებ შეტყობინებას გასცემს.

მსგავსი