მეწყრული პროცესი სოფელ ითხვისში

ნიადაგგამოცლილი სახლები ჭიათურის რაიონში.

სოფელ ითხვისში მცხოვრები ოჯახები ტრაგედიას გადაურჩნენ.

20-მდე ოჯახი სახლ-კარის გარეშე რჩება. მათი საცხოვრებელი სახლების ნაწილი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები ფაქტს მადნის მოპოვებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელში აფეთქებით სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს კომპანია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკვე წლებია, ითხვისის მითითებულ ზონაში მადნეულს არ მოიპოვებენ. ითხვისში უკვე ჩავიდა გეოლოგების ჯგუფი, რომელიც მიწის ჩამოშლის მიზეზებს ადგენს. არ არის გამორიცხული, რომ დასახლებიდან სხვა ოჯახების ევაკუაციაც გახდეს საჭირო.