მეწყრული პროცესი გარდაბნის მუნიციპალიტეტში
ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერული პროცესები განვითარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისში, სადაც ცენტრალური გზა ჩამოიშალა. სოფელში აღარ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ისინი ფეხით მიდიან გზის ჩამოშლილ ნაწილამდე. საფეხმავლო გზით გადადიან მეორე მხარეს, სადაც მათ ტრანსპორტი ელოდებათ. არსებობს შემოვლითი გზაც, რომლითაც მოსახლეობის ის ნაწილი სარგებლობს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მსგავსი პრობლება წლების წინაც შეიქმნა..