მეწყრული პროცესები სოფელ მედანში

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სოფელ მედანში მეწყრული მოვლენები განვითარდა. ბზარები გაჩნდა დაახლოებით ორ ჰექტარ ტერიტორიაზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ მიეწოდება დენი, გაზი და სასმელი წყალი. დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც. ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და შესაბამისი სამსახურები. შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიაც. საფრთხეების შესასწავლად გეოლოგების ჩართვაა აუცილებელი.