მეწყრული პროცესები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. პროცესებიდან გამომდინარე, მერიის ინფორმაციით, საჭირო გახდა სოფლებიდან მოსახლეობის ალტერნატიულ საცხოვრებლებში გაყვანა. მეწყრული პროცესების ზონაში დაახლოებით 100-მდე ოჯახია. აქედან 20 მხოლოდ ალტერნატიულ გზას საჭიროებს, დანარჩენებს კი, დიდი ალბათობით, სხვა საცხოვრებლებში გადასვლა მოუწევთ.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოჯახებს დროებით ქირით გაყვანა უკვე შესთავაზეს. ხუთ ოჯახთან, რომელიც უარს აცხადებს ტერიტორიის დატოვებაზე, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.