მეწყრული პროცესები აჭარაში   

უხვი ნალექის შედეგად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა.

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში ჩამოწოლილმა მიწის მასამ, რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.