მეწყერული პროცესები ხარაგაულის სოფლებში 

21:03, 13.07.2025

ხარაგაულის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მიწა მოსახლეობას საკუთარ სახლებში აღარ აჩერებს. მეწყერმა უკვე დააზიანა სახლები, ეზოები და საარსებო გარემო. ყველაზე მძიმეა მდგომარეობა იქ, სადაც ნაპრალი კილომეტრ-ნახევარზეა გადაჭიმული და სახლებთან ახლოს გადის. დაზარალებულების ნაწილი უკვე სხვაგან გადაიყვანეს, თუმცა ბევრი საკუთარ ეზოს დღემდე ვერ ელევა. მეწყრული პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება ბუნებრივ კატაკლიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ განსახლების სტატუსს ეტაპობრივად ყველა მიიღებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საფრთხის წინაშე ორი სოფლის, ჯამში – 50 ოჯახი დგას.

ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე დეტალებით. #მოამბერეგიონები

მსგავსი