მეწყერსაშიში ზონების გამაგრების სამუშაოები თბილისში
ფერდი, რომელიც გლდანის რაიონის მცხოვრებლებს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეს უქმნიდა, გამაგრდა. საუბარია ლიბანის ქუჩის №6-ზე. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა საპრევენციო ზომა გატარდა. თუმცა ამავე რაიონში, ისევე როგორც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ რამდენიმე მეწყერსაშიში ზონაა. შესაბამის რუქაზე მოხვედრილ ტერიტორიებზე სპეციალისტები საპრევენციო სამუშაოების დროულად ჩატარებას ითხოვენ.