მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები
ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ფერდზე ეწყობა ანკერები და მონტაჟდება ფოლადის ბადეები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის გაკეთებაც. გამაგრების სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება. პროექტის ღირებულება 14 მილიონ 300 000 ათასი ლარია.