მეწყერის შემაკავებელი ჯებირი

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორამციას ეხმაურება, რომელიც წყნეთის გზაზე მეწყრის შემაკავებელი ჯებირის მდგომარეობიდან გამოსვლას ეხება.

მერის მაოდგილე აცხადებს, რომ ეს ჯებირი 2015 წელს, ბეთანიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, იმ დროისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად გაკეთდა და ამ დროისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ბითაძე აცხადებს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ კონსტრუქცია მუდმივად მოწმდება.

დედაქალაქის მერიას ჯებირზე გარკვეული სამუშაოები უკვე დაგეგმილი აქვს.

დატოვე კომენტარი