მეწყერი ზუგდიდი-მესტიის გზაზე

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ დიზთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.

ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეცტექნიკა გზის ორივე მხრიდან მუშაობს. როგორც მესტიის, ასევე ზუგდიდის მიმართულებით ბევრი მანქანა და მგზავრი ელოდება გზის გახსნას. საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში აღდგება.