მეწყერი უკანაფშავში

18:22, 07.05.2022

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე, შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

მეწყერმა სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზაც ჩაკეტა. ამ ეტაპზე ყველა სოფელში, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, მობილიზებულია ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე უნდა დაიწყოს.

მსგავსი