მეწყერი ქუთაიში
მეწყერი ჩამოწვა ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში. უხვი ნალექის შემდეგ ფერდობიდან გზის სავალ ნაწილზე, ხე-მცენარეები და მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული პროცესი ამავე ადგილას დაახლოებით ერთი თვის წინაც განვითარდა. ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევასთან დაკავშირებით გეოლოგების დასკვნას ელოდება.