მეწყერი ხელვაჩაურში - მაშველებმა ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

შემზარავი ტრაგედია აჭარაში და მიწის ქვეშ მოყოლილი ხუთი ადამიანი.

მაშველები ამ წუთებშიც ეძებენ დაკარგულ ბავშვს. მისი მშობლების ცხედრები ნაპოვნია. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში მთიდან ჩამოწოლილმა 40 000 ტონა მიწის მასამ მთლიანად წაიღო საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. კიდევ ერთი ტრაგედია ამავე სახლის ახლოს დატრიალდა.  მეწყერმა იმსხვერპლა ორი ადამიანი, რომლებიც სტიქიური პროცესების გააქტიურების დროს ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. რაიონის სხვადასხვა სოფელში გააქტიურებული მეწყრული კერებისა და მაღალი რისკების გამო რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა საჭირო.

დღეს სამძებრო სამუშაოებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კიდევ 60 მაშველი ჩაერთო. ისინი ბავშვთან ერთად, სტიქიის დროს მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლსაც ეძებენ. ადგილზე ვითარებას ართულებს მოწყვეტილი მასის მოცულობაც, რომლის სწრაფად გაწმენდამაც შესაძლოა მეწყრული პროცესი ისევ გამოიწვიოს.

იდგა თუ არა სახლი მეწყრულ ზონაში და ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს – „მოამბე“ სტიქიური უბედურების ზონიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილიდან ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის, მერაბ წულუკიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.