მეწყერი იტალიის კუნძულ ისკიაზე

იტალიის ცნობილ კურორტ კუნძულ ისკიაზე მეწყრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაკარგულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაპოვნია ქალის ცხედარი. შაბათს გამთენიისას, კუნძულზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ტალახისა და წაქცეული ხეების ნიაღვარმა წაიღო მანქანებიც. უამინდობის გამო, მაშველები ათობით საცხოვრებელ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სიტუაციას ძალიან რთულს უწოდებს.