მეწარმე გორიდან, რომელიც პესტიციდების გამოყენებაზე უარს ამბობს 

აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი გახდეს ბიო-პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. გაგაცნობთ ადამიანს, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის უარი თქვა სამსახურზე და ბაღი გააშენა. წააწყდა გარკვეულ პრობლემებს, თუმცა არ გაჩერდა და ხილისა თუ ბოსტნეულის გამოშრობისთვის საკუთარი ხელით დაიწყო ჩირის დანადგარების წარმოება. პირველი ჯართში ნაპოვნი ნივთებისგან ააწყო. დღეს ახალგაზრდა მეწარმეს უკვე საკუთარი სახელოსნო და ჩირის საშრობი 70-მდე დანადგარი აქვს დამზადებული.

ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის სიუჟეტი.