მეუფე სპირიდონის განცხადება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომხდარის შესახებ, სახალხო დამცველი საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის სამსახურებს. როგორც ცნობილია, სხალთის ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები არ შეუშვა. მეუფე სპირიდონმა კი ეს ქმედება იმით ახსნა, რომ მისი განმარტებით, ბავშვებთან არ არის იმ პირთა ადგილი, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ. პანსიონში მონიტორინგის აუცილებლობაზე განცხადება სახალხო დამცველის აპარატმა ორი დღის წინ გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ მათ რწმუნებულებს მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, თუმცა მეუფემ მათ ამის საშუალება არ მისცა. ომბუდსმენი პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტებსა და ბავშვების დასჯის შემთხვევებზე უკვე წლებია საუბრობს.

მოამბე