მეუფე შიოს ქადაგება

„ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს“ – აცხადებს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, რომელმაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანების სიყვარულსა და მიტევებაზე, ასევე სამართლიან სასჯელზე ისაუბრა. მისივე თქმით, ხშირად არასწორად არის განმარტებული ქრისტიანული სწავლება. ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და შეურიგდე, თუმცა, ასეთი რამ სახარებაში არ წერია.