საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. გაფართოებული საეკლესიო კრების დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ვინ გახდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, ამას სინოდი ხვალ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. ეკლესიის ახალ მმართველს მინიმუმ 20 ხმა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალვე მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრა ფარული იქნება. სწორედ ხვალ დაგეგმილ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღვთის ნებით, წმინდა სინოდი ხვალ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქართული ეკლესიისა და მრევლისთვის სასარგებლო იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პატრიარქი ილია მეორის გზის გაგრძელებას შეძლებს.