მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს, საქართველოს საპატრიარქოში განმარტება მოგვიანებით გაკეთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა. საკითხთან დაკავშირებით, „მოამბე“ ცოტა ხნის წინ ესაუბრა საპატრიარქოს ექიმს, ცისანა შარტავას. მისი განცხადებით, პირადად მეუფე შიოსთან დაკავშირება ვერ შეძლო, თუმცა სხვა პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მოსაყდრე თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის გუშინ ღამიდან ცდილობს მეუფე შიოსთან დაკავშირებას, თუმცა მას ამ დრომდე არ უპასუხია.