მეუფე შიომ მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა

საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესს არ შეცვლის. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ  ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ  ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და სიმართლე არ აღმოჩნდა.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, დღეს, სამების ტაძარში, მეუფე შიომ იქადაგა და მიტევებაზე ისაუბრა.  წირვის დასრულების შემდეგ კი, კომენტარი გააკეთა კუმურდოსა და ახალქალაქის მეუფე ნიკოლოზმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების შესაძლებლობას საპატრიარქო არ განიხილავს.