მეუფე ნიკოლოზი იმედოვნებს, რომ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ

მეუფე ნიკოლოზი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს. მისი განცხადებით, სინოდმა  ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს  სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.