მეუფე იაკობის ქადაგება

ქართველებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და შერიგება პირველ რიგში ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს, – განცხადება ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებაზე გააკეთა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.