მეუფე იაკობის ქადაგება
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სოფელ ანაგაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარი აკურთხა, რის შემდეგაც შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ოკუპანტი უწოდა ყველას, ვისაც საქართველოს ძლიერება არ უნდა. მრევლს კი მოუწოდა, ასეთ ხალხს მხარი არ დაუჭირონ.